IT აკადემია
2007 წელს საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრში განხორციელდა სტუდენტთა პირველი მიღება. ამ დროის განმავლობაში IT ტექნოლოგიებში მომზადდა 10 ათასამდე სპეციალისტი.
პროგრამების მიზანია მსმენელს მისცეს ცოდნა და უნარ-ჩვევები პროფესიული საქმიანობისათვის. მოამზადოს კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რომელიც დააკმაყოფილებს სწრაფად და მუდმივად ცვალებად შიდა და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნას.
სასწავლო პროგრამები:
კომპიუტერული გრაფიკა და ანიმაცია
ვებ ტექნოლოგიები
კომპიუტერული ინჟინერია
კომპიუტერული ქსელები და სისტემები
მისამართი: თბილისი. ბუდაპეშტის 1 ა .0160
ტელ: 032 2 200 220 (5048)
WEB: http://www.itvet.ge/
CISCO-ს რეგიონული აკადემია
2007 წლიდან სასწავლებელში ფუნქციონირებს “CISCO”-ს რეგიონული აკადემია, რომელიც მსურველებს სთავაზობს კომპიუტერულ ქსელურ ტექნოლოგიებში თანამედროვე მეთოდებზე დამყარებულ თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსს.
ელექტრონული და დისტანციური სწავლების სისტემა Moodle საქართველოს განათლების სისტემაში პირველად 2008 წელს კოლეჯში განხორციელდა აბიტურიენტების მიღება რეალური დროის (online) რეჟიმში ელექტრონული ტესტირების საშუალებით.www.moodle.emis.ge სერვერზე თავმოყრილი სასწავლო და სატესტო მასალები ხელმისაწვდომია არამარტო ჩვენი სასწავლებლის სტუდენტებისათვის.
„UNESCO-UNEVOC“ -ის საერთაშორისო ცენტრი 2007 წლის 2 ივნისიდან პროფესიული კოლეჯი “აიტი“ რეგისტრირებულია „UNESCO-UNEVOC“ -ის საერთაშორისო ცენტრის ოფიციალურ წარმომადგენლად საქართველოში;
აღიარებული სასწავლებელი
სსიპ პროფესიული კოლეჯი “აიტი“ საქართველოს ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ბიზნეს საბჭოს და ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის მიერ დაჯილდოვდა, როგორც გამარჯვებული ნომინაციაში – “IT განათლების საუკეთესო მიმწოდებელი”.
ნოვატორი სასწავლებელი
შეიქმნა პროფესიული განათლების დაინტერესებულ მხარეთა ერთიანი ვებ. პორტალი www.vet.ge და ცალკეული კოლეჯების ვებ. გვერდები, აგრეთვე ელექტრონული ჟურნალი. მიმდინარეობს მუშაობა სხვა ავტომატიზებული სისტემების შექმნასა და დანერგვაზე.
ბიზნეს სექტორთან მჭიდრო პარტნიორობა
კოლეჯს დამყარებული აქვს პარტნიორული ურთიერთობები ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ეროვნული ბანკი, „გაერთიანებული ტელეკომი“, „მაგთიკომი“, „ალტა“, „ორიენტ ლოჯიკი“ და სხვა მრავალი. ამ თანამშრომლობის შედეგად ჩვენს სტუდენტებს საშუალება აქვთ გაიარონ სრულყოფილი სასწავლო–საწარმოო პრაქტიკა და ჩამოყალიბდნენ კონკურენტუნარიან სპეციალისტებად.
სოციალური პასუხისმგებლობა
კოლეჯის ტრენერების ხელმძღვანელობით პერიოდულად უტარდებათ ტრეინინგები სხვა პროფესიული კოლეჯების მასწავლებლებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროში და მიეწოდებათ შესაბამისი სასწავლო მეთოდოლოგიური მასალები;
2012 წელს პროფესიული კოლეჯი “აიტის” რეორგანიზაცის შემდეგ შეიქმნა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS), საგანმანათლებლო ფუნქციის გარდა მისი მიზანია საქართველოს განათლების სისტემაში ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარება, თანამედროვე ინფორმაციული-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, მათი მონიტორინგი და შეფასება.
EMIS – საზოგადოებრივი კოლეჯი
2012 წლის მაისში EMIS-ის ბაზაზე არსებულმა კოლეჯმა, რომელიც ახორციელებდა II-III საფეხურის პროფესიულ პროგრამებს, გაიარა ავტორიზაცია, მიენიჭა საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი და დღეისათვის კოლეჯი უფლებამოსილია განახორციელოს ხუთივე საფეხურის პროგრამები.
