My Documents-ის დამისამართება D: დისკზე XP-ზე

ჩემი დოკუმენტების ადგილმდებარეობა

My Documents-ის პაპკა სტანდარტულად Windows XP-ში დამისამართებულია C დისკზე. ვინდოუსის გადაყენების დროს ფაილები My Documents-ში რომ არ წაგვეშალოს საჭიროა ყველა ფაილის D დისკზე გადატანა. ამ გაკვეთილში გასწავლით, თუ როგორ დაამისამართოთ My Document-ის პაპკა D დისკზე, რათა ვინდოუსის გადაყენების წინ აღარ დაგჭირდეთ ფაილების My Documents-ის პაპკიდან D დისკზე კოპირება. შესაბამისად ამ ცვლილებების შეტანის შემდეგ My Documents-ის პაპკა ყოველთვის იქნება D დისკზე, ხოლო ყოველი ვინდოუსის გადაყენების შემდეგ მოგიწევთ იგივეს გამეორება.

1. My Document-ის პაპკაზე დააკლიკეთ მაუსის მარჯვენა ღილაკზე და გამოსულ მენიუში დააწექით Properties. ნახეთ სურათზე:

 2. გამოსულ ფანჯარაში Target განყოფილებაში მიუთითეთ D:\My Documents. დააწექით Apply და შემდეგ Yes. მოხდება ფაილების D დისკზე კოპირება. დაწვრილებით ნახეთ სურათზე: