სამუშაო მაგიდის მისამართის შეცვლა Windows XP-ზე
სამუშაო მაგიდის მისამართის შეცვლა.
ანუ სამუშაო მაგიდის მისამართი არის C დისკი. ვინდოუსის გადაყენების დროს ფაილები სამუშაო მაგიდაზე რომ არ წაგვეშალოს საჭიროა ყველა ფაილი D დისკზე შევინახოთ. ამ გაკვეთილში გასწავლით თუ როგორ დაამისამართოთ სამუშაო მაგიდა (Desktop-ი) D დისკზე, რათა შემდგომი ვინდოუსის გადაყენების წინ აღარ დაგჭირდეთ ფაილების D დისკზე კოპირება.
შედეით Start-ში და Run-ში. ჩაწერეთ ბრძანება regedit და OK. გაიხსნება Registry Editor-ი.
პირველი კონფიგურაციის ცვლილებების შესატანი მისამართი:
HKEY_CURRENT_USER\Software\Microsoft\Windows\CurrentVersion\Explorer\Shell Folders
Shell Folders-ის განყოფილებაში მოძებნეთ Desktop-ი მაუსის მარჯვენა ღილაკის გამოყენებით, მენიუში დააწექით Modify-ს. Value Data -ში დააყენეთ სასურველი მისამართი. მაგალითად - D:\Desktop Files.
მეორე კონფიგურაციის ცვლილებების შესატანი მისამართი:
HKEY_CURRENT_USER\Software\Microsoft\Windows\CurrentVersion\ExplorerUser\Shell Folders
Shell Folders-ის განყოფილებაში მოძებნეთ Desktop-ი მაუსის მარჯვენა ღილაკის გამოყენებით, მენიუში დააწექით Modify-ს. Value Data -ში გაიმეორეთ ზემოდ ჩაწერილი მისამართი D:\Desktop Files
აუცილებელია კომპიუტერის გადატვირთვა. (D დისკზე კომპიუტერის გადატვირთვის მერე შეიქმნება პაპკა სახელად Desktop Files და მასში შეინახება ეკრანზე დაგდებული ყველანაირი ფაილი.
