სამუშაო მაგიდის მისამართის შეცვლა Windows 7-ზე

სამუშაო მაგიდის იკონა ვ7

სამუშაო მაგიდის მისამართის შეცვლა Windows 7-ზე.

Windows 7-ზე სამუშაო მაგიდის მისამართი არის C დისკი. ვინდოუსის გადაყენების დროს სამუშაო მაგიდაზე არსებული ფაილები რომ არ წაგვეშალოთ საჭიროა ყველა ფაილი D დისკზე შევინახოთ. ამ გაკვეთილში გასწავლით თუ როგორ დაამისამართოთ სამუშაო მაგიდა (Desktop-ი) D:\ დისკზე, რათა შემდგომი ვინდოუსის გადაყენების წინ აღარ დაგჭირდეთ ფაილების D დისკზე კოპირება.

1. შედით Local Disc C:\-ზე > შემდეგ პაპკაში Users > შემდეგ შესაბამის პაპკაში, რაც თქვენს მომხმარებელს ჰქვია.

ამ შემთხვევაში სურათზე არსებულ მომხმარებელს ჰქვია Documents. თქვენს კომპიუტერში სხვა სახელი ერქმევა, შესაბამისად იპოვეთ ის მომხმარებელი რაც ვინდოუსის დაყენების დროს დაარქვეს. შემდეგ იპოვეთ Desktop - პაპკა. დააკლიკეთ მაუსის მარჯვენა ღილაკით  და შედით Properties-ში. იხილეთ სურათზე:

2. გახსნილ ფანჯარაში გადადით განყოფილება Location-ში და სტანდარტული მისამართი C:\users\მომხმარებლის სახელი\Desktop-ი შეცვალეთ ახალი მისამართით: D:\Desktop. შემდეგ დააწექით OK-ს. იხილეთ სურათი:

3. ცვლილებების დასადასტურებლად დააწექით Yes-ზე, რათა შეიქმნას D დისკზე Desktop პაპკა. იხილეთ სურათზე:

4. ცვლილებების დასადასტურებლად დააწექით Yes-ზე, რათა D დისკზე Desktop პაპკაში გადაკოპირდეს ეკრანზე არსებული ყველა ფაილი. იხილეთ სურათზე:

 
გაკვეთილი მომზადებულია CompExpert.Ge-ს ადმინისტრატორის მიერ.