Orion Technology

ორიონ ტექნოლოჯის ლოგო

ორიონ ტექნოლოჯი-ს საქმიანობის სფეროა: კომპიუტერული, ციფრული, საკომუნიკაციო და საოფისე ტექნიკის, აგრეთვე შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება, ქსელები და სისტემური ინტეგრაცია. ამ ტექნიკის საგარანტიო  სერვისი.  

ორიონ ტექნოლოჯი დაარსდა 2001 წელს და დღეისთვის საქართველოში ამ სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა კომპიუტერული და სხვა ტექნიკის წარმოებაში. მისი სფეროა მსოფლიო ლიდერი კომპანიების პროდუქციის იმპორტი და მათთან პარტნიორული ურთიერთობა.  2002-2008  წელი - საქართველოში ორიონ ტექნოლოჯი კომპიუტერული ტექნიკის  მიმწოდებელთა ერთ-ერთი ლიდერად ჩამოყალიბდა, შეიქმნა სადისტრიბუციო ქსელი. 2004 წელი - გაიხსნა ორიონ ტექნოლოჯი ახალი ოფისი და ახალი მაღაზია - ალექსანდრეს ბაღში ჭანტურიას Ν 5. 2013 წელი - გაიხსნა ორიონ ტექნოლოჯი-ის ახალი მაღაზია - პეკინის 16/20.          

2005 წელი - ორიონ ტექნოლოჯის სადისტიბუციო ქსელმა, მთელი საქართველოს კომპიუტერული ტექნიკის ბაზარი მოიცვა. 2006-2007 წელი - იხვეწება ორიონ ტექნოლოჯი საგარანტიო  სერვისი, იზრდება კომპანიის პარტნიორ მომწოდებელთა რიცხვი და პროდუქციის ასორტიმენტი. 2007 წელი - ორიონ ტექნოლოჯი გახდა საქართველოში პირველი კომპიუტერული კომპანია, რომელმაც დანერგა ხარისხის მართვის საერთაშორისო სისტემა. კომპანიის მენეჯმენტი, წარმოების და სერვისის ხარისხი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს. 


ორიონ ტექნოლოჯი-ს მიენიჭა საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაციის სერთიფიკატი ISO- 9001:2000

ორიონ  ტექნოლოჯი არის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კომპანიების:

  • ASUSTek
  • SAMSUNG
  • GENIUS – KYE SYSTEMS CORP
  • LOGITECH
  • COOLER MASTER
  • POWERCOM
  • CTX
  • PQI
  • Transcent

ჩვენი მომხმარებლები არიან, საქართველოს უმსხვილესი სახელმწიფო და კერძო  ორგანიზაციები: სამინისტროები; უწყებები; უცხოური ორგანიზაციების  სამთავრობო და არა სამთავრობო  წარმომადგენლები; ბანკები; უნივერსიტეტები; სასწავლო დაწესებულებები;  კერძო პირები;  ინდივიდუალური მეწარმეები და მცირე საწარმოები. ჩვენი პროდუქცია  მომხმარებელს მიეწოდება, როგორც   კომპანიის, ასევე  სადისტრიბუციო ქსელის  მეშვეობით.

ბანკები:

  • თი ბი სი ბანკი
  • საქართველოს ბანკი
  • პრივატ ბანკი
  • ლიბერთი ბანკი

მისამართი:

სათაო ოფისი
ჭანტურიას 5
2 244-546 
2 244-547 

საბურთალოს ფილიალი
პეკინის 16/20
2 207-343
597 02-11-22